გლინტვეინი

by

ცხელი ჩაი ცხელი ყავა ცხელი კაკაო ცხელი შოკოლადი ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მეც ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც ცხელი გლინტვეინი.  თან რა მარტივია გაკეთება, თან რა… Continue reading

გლინტვეინი

by

ცხელი ჩაი ცხელი ყავა ცხელი კაკაო ცხელი შოკოლადი ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მეც ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც ცხელი გლინტვეინი.  თან რა მარტივია გაკეთება, თან რა… Continue reading

ქათმის რულეტი ისპანახით

by

ძალიან, ძალიან გემრიელი რულეტია ბოსტნეულის არომატით. თბილიც შეგიძლიათ მიირთვათ და ცივიც,  ორივენაირად მშვენიერია!  შეგიძლიათ წინასწარაც მოამზადოთ, გადაახვიოთ, შემდეგ ფოლგაში ან კულინარიულ ცელოფანში შეფუთოთ და მაცივარში შეინახოთ 1-2 დღე, ყველაზე ცივ თაროზე.   ქათმის… Continue reading

ჯანჯაფილის თაფლაკვერები

by

წლების წინ, რუსთავი 2-ზე ”საიდუმლო მასალები” გადიოდა. ალბათ გახსოვთ ეს სერიალი, აგენტი მალდერი და აგენტი სქალი, უხცოპლანეტელები, აუხსნელი მოვლენები და ასე შემდეგ😀  მაშინ მოზარდი ვიყავი,  აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.  სწორედ იქიდან… Continue reading

ზაფხულის ტოლმა

by

რადგან ამ ტიპის ტოლმა ასეთი სახელით არის გავრცელებული, დავტოვე როგორც არის. ზოგადად კი ამ კერძს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეხვდებით სხვადასხვა ფორმით და მომზადების წესით. გავრცელებულია აზიაში, მათ შორის კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. Dolmak გახლავთ… Continue reading

ფორთოხლის მარმელადი

by

ფორთოხლის მარმელადი – რა უნდა მიირთვა ამაზე მზიანი და გემრიელი ზამთრის ნაცრისფერ, მოსაწყენ დღეებში?  გარეთ ცივა, შენ კი თბილ სამზარეულოში  ფუსფუსებ და საუზმეს ამზადებ. აქეთ ჩაიდანი შიშინებს, წყალი დუღდება სურნელოვანი ჩაისთვის, ან იქნებ… Continue reading

ქათამი სადღესასწაულოდ

by

ხომ იცით ახალ წელს როგორც ხდება, თითქმის ყველგან ერთი და იგივე კერძებია, ბევრი ნიგოზი, ბევრი ცხარე და მჟავე. ტკბილი ხომ მით უფრო🙂 მოკლედ, საკმაოდ მძიმე დღეები ელოგება ჩვენს ორგანიზმს…   მაგრამ მაინც ხომ… Continue reading

ლობიო ყველას მჯობიო

by

სამზარეულოში ჯერ ისევ ქონდარის სურნელი ტრიალებდა, როდესაც ამ პოსტის წერა დავიწყე. ალბათ ვიღაც იკითხავს, რა საჭიროა ასეთი მარტივი კერძისთვის რეცეპტი, მაგრამ რატომაც არა, იყოს, იქნებ ვინმეს გამოადგეს. ლობიოს წვნიანი პირადად ჩემთვის ის კერძია,… Continue reading

შნიცელი ყველის გარსით

by

დღეს ძალიან გემრიელი რეცეპტი მაქვს თქვენთვის🙂  ნაზი, წვნიანი ქათმის შნიცელი ხომ გიყვართ? მაგრამ ამჯერად რამდენიმე პატარა დეტალია, რაც კიდევ უფრო გემრიელს გახდის კერძს.  მაგალითად ყველი. არ დავაკონკრეტებ რომელი, რადგან აქ სხვადასხვა სახეობის ყველის… Continue reading

ფუნთუშები შესქელებული რძით

by

მოხარშული შესქელებული რძე ჩემი ბავშვობის გემოა.  დღემდე მიყვარს .  გემოთი კარამელს მაგონებს,პრინციპში არის კიდეც, ნაწილობრივ. ალბათ ამიტომაც მიყვარს.   ეს ფუნთუშები ისეთი გემრიელია, ნამდვილად ღირს დილა მისით დაიწყოთ🙂  მე ცომი საღამოს მოვზილე, მაცივარში… Continue reading

ვაშლის ტურნოვერსები

by

ტურნოვერსები ფენოვანი ცომით გამომცხვარი ღვეზელებია, ვაშლიანი შიგთავსით. ეს შიგთავსი ძირითადად იგივეა, რაც ვაშლის ნამცხვრებში გამოიყენება ზოგადად.  რა თქმა უნდა ,შესაძლებელია  სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად, სურვილის შემთხვევაში ქიშმიშთან ერთად ან მის ნაცვლად ალუბლის ჩირი დაამატოთ,… Continue reading

ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი

by

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც გეჩვენოთ ასეთი შეხამება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა არის აქ უჩვეულო? არაყი და ორაგული – ჩრდილოეთის ქვეყნების ნაციონალურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია და იქაური ცივი ამინდების გამათბობელი🙂 მომზადება რომ გადავწყვიტე,… Continue reading

სამარხვო ნამცხვრები თაფლით

by

ეს ნამცხვარი გასინჯვისთანავე მომეწონა. დედაჩემისთვის უსწავლებია ერთ მეზობელს, მან კი მე მომიტანა🙂 ისეთი გემრიელი იყო, ვერც დავიჯერე თუ ასეთი ცოტა და მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდა.  თაფლი საოცარ არომატს აძლევს, ”პრიანიკების” გემოც კი გამახსენა. თავისთავად… Continue reading

ჭარხლის სალათი ობიანი ყველით

by

ამდენი ტკბილეულის რეცეპტის შემდეგ ბოსტნეულის დროა ნამდვილად . ამჯერად ჭარხლის სალათი მოვამზადე, ობიანი ყველითა და ნიგვზებით.  ფოტო საღამოსაა გადაღებული და  განათების გამო  ფერები რაღაც ცუდად  გამოვიდა😦 მწვანილი თითქოს გაყვითლებულია.რადგან ამ კერძის სხვა ფოტო… Continue reading

არაჟნისა და კაკაოს კექსი მსხლით

by

კონიაკში დამთვრალი მსხლები კაკაოს არომატით – ხომ გემრიელად ჟღერს?  ასეცაა,ძალიან გემრიელი, რბილი, ნაზი კექსის რეცეპტით მოვედი🙂  იმედია, თქვენც მოგეწონებათ, თუ კი გამოცხობას გადაწყვეტთ, რასაკვირველია. 400 გ მსხალი (დაახლ. 4 საშუალო) 270 გ შაქარი… Continue reading

გუაკამოლე

by

გუაკამოლე  უგემრიელესი მექსიკური საწებელია. მისი მთავარი ინგრედიენტი ავოკადოა, ძალიან სასარგებლო ხილი (დიახ, თურმე ხილი ყოფილა), რომელიც ნელ-ნელა ჩვენს ბაზრებშიც გამოჩნდა. მართალია იაფი სულაც არ არის (ზოგიერთ ადგილას გიჟური ფასიც კია, ასე ვთქვათ), მაგრამ… Continue reading

ხრაშუნები სიმინდის ფქვილით და ნუშით

by

მმმ, როგორ მიყვარს ასეთი სასუსნავები!  ვიცი, რომ ეს სულაც არაა გონივრული, კვებას შორის “წასუსნავება” მავნედაც კი ითვლება, მაგრამ სიამოვნებაში თუ გონიერებას შეიტან, ეს აღარ იქნებაო სიამოვნება, სადღაც წამიკითხავს🙂   ასეა თუ ისე, დილაობით… Continue reading

სერ ჯეიმს ტრევორ ოლივერი – შიშველი მზარეული

by

რატომ შიშველი? ალბათ გაოცებით იკითხავთ თქვენ. არა, სამზარეულოში შიშველი ნამდვილად არ დგას.   ‘’შიშველი მზარეული’’  The Naked Chef სწორედ ასე ერქვა ჯეიმი ოლივერის პირველ წიგნს, რომელიც 1999 წელს გამოიცა. ავტორის აზრით, ეს სახელწოდება ყველაზე… Continue reading

სიმინდის (ან გლუკოზის) ვაჟინი (corn syrup)

by

უცხოენოვან ბლოგებზე, ტკბილეულის რეცეპტებში ხშირად წერენ სიმინდის ვაჟინზე. ასე ამერიკაში ეძახიან, სხვაგვარად ამას გლუკოზის სიროფს, ან უბრალოდ გლუკოზასაც უწოდებენ.  სიმინდის სიროფის გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება, კანფეტებში, კარამელში, შოკოლადის მინანქრებში.  ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე,… Continue reading

სტაფილოს ტორტი კარამელის კრემით

by

წლების წინ, სანამ კულინარია ჩემი ჰობი გახდებოდა, ვერც ვიფიქრებდი, სტაფილოსგან ტორტის გამოცხობა თუ შეიძლებოდა.   მაშინ არც კულინარიული ჟურნალები მიზიდავდა და  არც კულინარიული ბლოგები.  დღეს ბევრი საინტერესო რეცეპტი მაქვს ”დაბუქმარკებული” და ნელ-ნელა, ჩემი… Continue reading

ფოტო რეპორტაჟი კულინარიის აკადემიიდან

by

დადააამ! როგორც იქნა, ნანატრი კულინარიის აკადემია გაიხსნა!!! აკადემიის იდეა კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის და მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს. მე მქონდა პატივი, ამ პროცესში აქტიურად ჩართული თუ არა, აქტიური გულშემატკივარი მაინც… Continue reading

ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი

by

ყვავილოვანი  კომბოსტო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გთავაზობთ მისი მომზადების კიდევ ერთ გემრიელ ვერსიას. 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო 2 კვერცხი 2 ს.კ. ფქვილი 3-3 ღერი ოხრახუში და ქინძი 2 ნაჭერი ყველი (სურვილით) 1 ხახვი მარილი… Continue reading

ფენოვანი ხვეულა ვაშლით და ნუშით

by

ვაშლის დესერტი ნუშით პირველად ვცადე. არანაკლებ გემრიელია ვიდრე ნიგვზით (ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება ).  სახლში მზა ფენოვანი ცომი მქონდა,  ამიტომ ბევრი არც მიწვალია, ისე უცბად და მარტივად მოვამზადე ეს დესერტი. 450-500 გ ფენოვანი… Continue reading

ბოსტნეულის ბრაწულა ხორცით

by

დღეს, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ამ მშვენიერი და უგემრიელესი კერძის მომზადებას შევესწარი. რასაკვირველია ფოტოაპარატი თან მქონდა და ბევრი ფოტოც გადავიღე, აქვე იმასაც მივხვდი რა მოხერხებული და კომფორტულია როდესაც… Continue reading

  • კატეგორიები

  • Top.Ge რეიტინგი